მათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა,- ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბოგა, ისრაელის წარმომადგენელი იონათამ ვექსლერი და პოლონელი კსავერი იგნასიაკი დაამარცხა.

ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლა მათე გოგობერიშვილმა სომეხ ვაჰე აღასიანთან დათმო.

ქართველი ძიუდოისტები ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები