The spectator: ვინ გადაარჩენს უკრაინელ ჯარისკაცებს პოკროვსკში? დღეს არჩევანი ტერიტორიასა და სიცოცხლეს შორის კეთდება
“რა უფრო მნიშვნელოვანია – მიწა თუ ჯარისკაცების სიცოცხლე?“ – ამის შესახებ სტატიას The Spectator-ი აქვეყნებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ კითხვაზე უკრაინაში მებრძოლი თითოეული მხარისთვის პასუხი განსხვავებულია. ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინის დაპყრობილი მიწის თითოეული მეტრი ათიათასობით რუსის სიცოცხლის ტოლფასია.
გამოცემის ცნობითვე, კიევისთვის მთავარი ამოცანა დამპყრობლების შეჩერება და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანაა.
“უკრაინის სამხედრო სარდლობა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამ ბალანსის შენარჩუნებას, ზოგჯერ კი ჯარისკაცების ალყაში მოქცევასა და განადგურებას უშვებდა უკან დახევის ბრძანების ნაცვლად. დღეს პოკროვსკში იგივე არჩევანი კეთდება ტერიტორიასა და სიცოცხლეს შორის. რუსული დრონების მიერ კონტროლირებადი ცის ქვეშ გამავალი მთავარი უკან დახევის მარშრუტი გუშინდელი ექვსი მილის ნაცვლად დღეს მხოლოდ ორ მილამდე შემცირდა. უკრაინელი ჯარისკაცების უკან დახევის ბრძანების შემდეგ ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ის არის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მცირე ჯგუფებად გაიპარონ ფოროვანი ფრონტის ხაზიდან და დატოვონ მძიმე ტექნიკა“- ნათქვამია სტატიაში.