საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) რესურსების მდგრადი ათვისება, ასევე როგორც მწვანე წყალბადის მიმართულების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.
მარგალიტა არაბიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო განახლებადი ენერგიების სააგენტოს (IRENA) მიმდინარე ტექნიკური დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებში მომზადება განახლებადი ენერგიის დანერგვის მზაობის კომპლექსური ანგარიში.
ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, როგორც განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, მოდერაცია გაუწია პლენალურ სხდომას სახელწოდებით: „პოლიტიკა და უნარები ენერგეტიკული სექტორის  დაჩქარებული გარდაქმნისთვის”.