“უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარს აშშ-ის ორივე პარტია უჭერს” – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კონგრესში ორი პარტია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას უჭერენ მხარს.

ამის შესახებ მან შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას ტელეგრამში დაწერა.

„ჩვენ მივიღეთ გარანტიები ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ. ველოდებით, რომ შეერთებული შტატების ამ დიდი დახმარების პაკეტი უახლოეს მომავალში მიიღება“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

პრემიერმინისტრის თქმით, დახმარებების ძირითადი ნაწილი სამხედრო საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი; 7,8 მილიარდი საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო 1,5 მილიარდზე მეტი – ეკონომიკის დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები