საქსტატი: იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 721.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 619.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 330.6 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები