არჩილ თალაკვაძე: სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა

პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა.

„სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც საინფორმაციო პროპაგანდით, რიგ შემთხვევაში, თანამოაზრეობით და გულწრფელი პროტესტით ქუჩაში გამოვიდა. პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა: „ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები