კიევში, მოულოდნელი ვიზიტით, გერმანიის ვიცეკანცლერი ჩავიდა

გერმანიის ვიცეკანცლერი, ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ხაბეკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

ამის შესახებ RND წერს.

როგორც ხაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა,  მისი ვიზიტი არის იმის ნიშანი, რომ გერმანია უკრაინას ხანგრძლივ დახმარებას აღმოუჩენს.

“სასტიკი და უკანონო ომის მესამე წლის თავზეც კი, გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

რობერტ ხაბეკი შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს და ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს.

მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმა. ხაბეკი კოლეგებთან განიხილავს, თუ რა საგანგებო დახმარების გაწევა შეუძლია გერმანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები