მთავრობის კანცელარიასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ანზორ ჩუბინიძე იმყოფება

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა ნაწილმა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანისა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები