გუბაზ სანიკიძე: ქართველები ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს – ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი

ქართველები ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს – ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საქართველოს ისტორია არის უცხოური გავლენების ქვეშ.

„თვითონ კანონის დასახელება, უცხოური გავლენების შესახებ – ამაში აზრობრივი ნონსენსია, ბატონებო, მთელი საქართველოს ისტორია არის უცხოური გავლენების ქვეშ. ჩვენ რა გვინდა, რას ვიცავთ? – ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს, ეროვნულ ღირსებას, ტრადიციებს, ხომ? ქართულ ეკლესიას, ქრისტიანობას, რომელიც გალილეადან მოვიდა, ქართულ ბერ–მონაზვნობას, რომელიც ასურელმა მამებმა მოიტანეს, ვიცავთ ვეფხისტყაოსანს, “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”, ვიცავთ დროშას, აი, ამ დროშას, ეს არის   ბაგრატიონების დროშა, იცით სიმბოლო რა არის? წმინდა მიწის დროშაა ეს, პალესტინის დროშაა. ბაგრატიონების სრული გვარი იცით როგორია? იესიან დავითიან სოლომონიანი. აღმაშენებლის თვლიდა თავს ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად – ებრაელად თვლიდა თავს. ჩვენ ვიცავთ ქართულ წეს-ჩვეულებას, ქართულ სუფრას – რომელიც არაბული სიტყვაა. ვიცავთ თამადის ინსტიტუტს, რომელიც ასევე არაბული სიტყვაა. ოჯახს ვიცავთ ჩემო კარგებო, ისე ჯობია ყველამ ჩვენ–ჩვენ ოჯახებს მივხედოთ და დავანებოთ სხვის ოჯახებს თავი, წესი ასეა, ოჯახს ვიცავთ, თურქული სიტყვაა თქვენ წარმოიდგინეთ. ქართველები ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს – ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი!“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები