პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურით მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები