ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს

“რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა  “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს.

“ოპოზიციის პოზიცია არის ის ნარატივი, რაც ერთი წლის წინ ითქვა, რომ ეს კანონი არის რუსული. ამის უკან, გარდა იმისა, რომ ელჩმა თქვა, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ანუ მართლა არის აქ დაფარული ფული და ამ დაფარული ფულის გამოაშკარავება არ უნდათ. სხვა არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება.

პარალელურად, რამდენიმე დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიცია და მოქალაქეები კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ კანონი რუსულია და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები