დავით ქართველიშვილი – საბა ინწკირველს: პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ” და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან” ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს
„გვესმის, რომ არ ხართ მარტო – თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც – ნუ იტანჯებით! მიბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა!” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბა ინწკირველის მოწოდებას. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” გაწვევა გონივრული იქნებოდა.