„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან  განახლდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები