სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე ღამე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქტივისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები