საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და სსიპ-საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კახეთის ცენტრის უფროსი ლევან მურაკაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეხვდა, პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

„პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მანდატურს და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს პროფესიულ დღეს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვისა და მშობლის მეგობარი. ეს კარგად ჩანს ჩვენს დღევანდელ პრეზენტაციაში, რაც ნათლად ასახავდა მანდატურების როლს სასკოლო ცხოვრებაში“, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები