მამუკა მდინარაძე: თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან

“თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„გამორიცხულია შარშანდელი პროცესების განმეორება. თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება, ბუნებრივია, პოლიცია გასცემს ამაზე სათანადო პასუხს. ცოტნე კობერიძის სიტყვები ყოფილა „გადაგივლითო. ასევე, ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა, რომ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ზივზივაძე და ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები