კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ – გამარჯვებული ცხრა პროექტი. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, სამინისტრო ხელს შეუწყობს შემდეგი სპექტაკლების დადგმას:
1. „ვეფხისტყაოსანი“ – რეჟისორი რობერტ სტურუა, სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;
2. „აურზაური ავლაბარში“ – რეჟისორი არმენ ბაიანდურიანი, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
3. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ – რეჟისორი მარიამ სიხარულიძე, ა(ა)იპ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი;
4. „დონ ჟუანი“ – რეჟისორი გიორგი აფხაზავა, თბილისის კამერული თეატრი, (ა(ა)იპ ახალგაზრდული ხელოვნების განვითარების ფონდი (შემოქმედებითი ლაბორატორია);
5. „სტუმარ-მასპინძელი“ – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
6. „ძაღლის გული“ – რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი, სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
7. „ყვარყვარე თუთაბერი“ – რეჟისორი ვახტანგ ჯუღელი, სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8. „კაცია ადამიანი?!“ – რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა, სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
9. „ორგანოების ანსამბლი“ – რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე, სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
„წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი იყო 200 000 ლარი და სამინისტროს მომართა 27-მა განმცხადებელმა.
პროექტის მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება – ახალი დადგმებით გამდიდრება.
ინფორმაციისთვის: 2023 წელსაც ამ კონკურსის ბიუჯეტი გახლდათ 200 000 ლარი და შემოსული 29 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა 10 პროექტი. 2022 წელს ბიუჯეტი იყო 221 000 ლარი და შემოსული 27 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა 12; 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს და შემოსული 44 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა 11-მა პროექტმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.