გურამ მაჭარაშვილი: პრემიერის შეთავაზება უნიკალური შანსია – ელჩები ხომ ამბობენ, კანონი მიუღებელიაო და გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან თავიანთი პრეტენზიები

„ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] არ იქნას მიღებული“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერის შეთავაზება დიპლომატიური კორპუსის მიმართ უნიკალურია, რადგან საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შანსი, მოუსმინოს ორივე მხარეს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება ვინ ამბობს სიმართლეს კანონთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული –  კანონის არცერთი პუნქტი ანტიდემოკრატიული არ არის.

პრემიერის შეთავაზება უნიკალური შანსია – ელჩები ხომ ამბობენ, კანონი მიუღებელიაო და გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან თავიანთი პრეტენზიები.

რა თქმა უნდა, პასუხის შემდეგაც, შეიძლება, ისევ დარჩნენ თავიანთ პოზიციაზე, მაგრამ მთავარია საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, ვინ ამბობს სიმართლეს კანონპროექტთან დაკავშირებით.

გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიერის მიერ შეთავაზებული ვარიანტის მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ მომხდარაო, თუმცა იმ ქვეყნებში არც ის ხდება, რომ ოპოზიცია დარბოდეს სტრასბურგსა და ვაშინგტონში და საკუთარ ქვეყანას აშავებდეს.

როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და არასწორად ლობირებ კანონს, რა თქმა უნდა, ზიანდება ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ელჩები ისედაც აკეთებენ განცხადებებს და ამბობენ, რომ კარგი არ იქნება თუ ამ კანონს მიიღებენო და ბარემ მიიღონ პრემიერის შეთავაზება და თქვან, რატომ  არ მოსწონთ ეს კანონი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები