თამარ კორძაია – ალეკო ელისაშვილზე: ჩემთვის მიუღებელია ის, რაც მოხდა ამ დარბაზში
“ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის მიმართ გამოხატულ ფიზიკურ ძალადობას.
“ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, მაგრამ…” – თამარ კორძაიას ამ სიტყვებს კომიტეტის სხდომაზე კვლავ ხმაური მოჰყვა, რადგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და ამ შემთხვევაში სიტყვა “მაგრამ” ალოგიკურია.
“ჩემზე თავდასხმა ახლა ობიექტურია თქვენგან?! თუ სახეს ავლენთ ყველა აქ?! მე ვამბობ, რომ მიუღებელია, რაც მოხდა ამ დარბაზში”, – მიმართა თამარ კორძაიამ დეპუტატებს.