ირაკლი ზარქუა: იმ არაკაც ელისაშვილს დაავალეს, ქურდულად მიპარვოდა მამუკა მდინარაძეს და ჩაედინა არაკაცური საქციელი

“ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიპარვოდა მამუკა მდინარაძეს და ჩაედინა არაკაცური საქციელი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო.

„დილიდან დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა იყო, რომ ჩაეშალა სხდომა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა. დაპირისპირება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები