აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვეს
მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა საკითხებზე ჰქონდათ შეხვედრა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძესთან.
დიპლომატებმა ადმინისტრაციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.