პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტების ნაწილი შეუერთდა
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა.
აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, სტუდენტებმა ბანერი წარწერით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ მიიტანეს.
ასევე – მიტანილი აქვთ ბანერები: „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“, „სირცხვილია“.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.