პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ხმაური იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ხმაური იყო.
სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზის დატოვება მოუწევდა.
„არ გაჩერებულხართ, ყვირით. მესმის, რომ ძალიან მწარეა თქვენთვის სიმართლის მოსმენა. ამიტომ, გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დასვათ შეკითხვა. თუ ამას არ აკეთებთ, ეს არის უკანასკნელი გაფრთხილება, სხვა წესი არ არსებობს“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.
იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.