ბექა ოდიშარია – პრემიერის ინიციატივაზე: უპრეცედენტოდ კონსტრუქციული და პარტნიორული შეთავაზებაა

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია პრემიერმინისტრის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს.

“ეს არის უპრეცედენტოდ კონსტრუქციული და პარტნიორული შეთავაზება. პრაქტიკულად, მათ ეძლევათ საშუალება, რომ ჩაერთონ საკანონმდებლო განხილვაში, ჩაერთონ სახელისუფლებო შტოებთან ერთად ამ კანონპროექტის რევიზიაში და შეიქმნან შთაბეჭდილება პირველწყაროდან, თუ რას ეხება და რას არ ეხება ეს კანონი. მაშინ, ალბათ, ზოგიერთ ქვეყნის ელჩი აღარ იტყვის, რომ ეს კანონპროექტი არის რუსულთან დაახლოებული”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები