ბექა დავითულიანი: თქვან, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ისეთს, რომელიც ექსკლუზიურად რუსულ კანონში წერია და არ წერია, მაგალითად, ბრიტანულში, ამერიკულში, ფრანგულში და ა.შ.

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, “გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები უნდა დასხდნენ და თქვან, კონკრეტულად რას აკეთებს ხელისუფლება ისეთს, რომელიც ექსკლუზიურად რუსულ კანონში წერია და არ წერია, მაგალითად, ბრიტანულში, ამერიკულში, ფრანგულში და ა.შ.

“როდესაც ამბობ, ელჩი მაგალითად, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და პრემიერმინისტრი გთავაზობს, რომ დაბრძანდით და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა არ მოგწონთ, რაში ხედავთ პრობლემას, ჩემი აზრით, ამას უნდა გამოჰყვნენ და გვითხრან. თუ გვეუბნებიან, რომ რაღაც გეშლებათ, აგვიხსნან რა გვეშლება. გარედან და საჯარო სივრცეში ასეთი არც ერთი არგუმენტი არ თქმულა. დასხდნენ და თქვან, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ისეთს, რომელიც ექსკლუზიურად რუსულ კანონში წერია და არ წერია მაგალითად, ბრიტანულში, ამერიკულში, ფრანგულში და ა.შ. ამაზე უნდა ისაუბრონ”, – აცხადებს დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები