მამუკა მდინარაძე: ერთადერთი თხოვნაა ყველას მიმართ, რომ არგუმენტები წარმოადგინონ და მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოტყუება ხალხის, რომ ეს არის რუსული კანონი, აღარ გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის დროს წარმოადგინონ არგუმენტები.

მისივე განცხადებით, ეს არის ქართული კანონი და ოპოზიციას მისთვის რუსულის წოდება აღარ გამოუვა.

“ერთადერთი თხოვნა არის ყველას მიმართ, რომ არგუმენტები წარმოადგინონ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ასე მოტყუება ხალხის, რომ ეს არის რუსული კანონი, აღარ გამოვა, ეს არის ქართული კანონი. ნებისმიერი, ვისაც უნდა, რომ გაერკვეს სიმართლეში, უნდა მოვიდეს და წარმოადგინოს არგუმენტები. მხოლოდ ეს არის დასკვნის გამოტანის საფუძველი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იწყება. ამ წუთებში, დეპუტატები პროცედურულ ნაწილზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები