ბექა ოდიშარია: რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონპროექტში საერთოდ არ არის
“რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონპროექტში საერთოდ არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რუსული კანონისგან დიამეტრულად განსხვავდება.
„თუ მართლა აინტერესებთ ქვეყნის ინტერესი, ქვეყნის ევროპული მომავალი, მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად განიხილონ და იქ გამოჩნდება, რა არის სინამდვილე. არის ის რუსული კანონი, თუ იქნებ ავსტრალიური კანონია? იქნებ ძალიან ჩამოჰგავს ფარას, რომელიც ბევრად მკაცრია და რუსული კანონისგან ხომ საერთოდ დიამეტრულად განსხვავდება, რადგან რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვებია და აკრძალვები, რომელთა ნასახიც ჩვენს კანონპროექტში საერთოდ არ არის. ერთჯერადად დეკლარირების წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ორგანიზაცია თავის შემოსავლების?!“, – განაცხადა ოდიშარიამ.