დავით მათიკაშვილი: არავინ აპირებს რუსული კანონის მიღებას, ეს არის ევროპული კანონი

“საქართველოში არავინ არ მიიღებს რუსულ კანონს, არავინ არ აპირებს რუსული კანონის მიღებას, ეს არის ევროპული კანონი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული არის ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის იმ სექტორის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად არის ბინდით მოცული.

“ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს და ნუ გახდება პროპაგანდის მსხვერპლი. წაიკითხონ ჯერ ეს ძალიან მოკლე, რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი და შემდეგ გააკეთონ ან განცხადება, ან პროტესტი, ან მხარდაჭერა. ეს არის იმდენად მარტივი რამ და ადვილად ხელშესახები საკითხი, რომ ამ თემაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს. შემოვიდნენ მსჯელობაში, ოღონდ ჯერ წაიკითხონ კანონი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში რასაც ვისმენთ ჩვენ, ყველა საუბრობს რაღაც კლიშეებზე, დაზეპირებულ ფრაზებზე, ტყუილებზე სინამდვილეში, ოღონდ ისე, რომ ერთი გვერდიც არ აქვთ ამ კანონის წაკითხული.

საქართველოში არავინ არ მიიღებს რუსულ კანონს, არავინ არ აპირებს რუსული კანონის მიღებას, ეს არის ევროპული კანონი, ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმ სექტორის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად არის ბინდით მოცული”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები