დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ გამოაშკარავდა, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ

“ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება იმის გამოაშკარავება, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხოშტარიამ კონკრეტულ კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი.

„დიდი კითხვის ნიშნებია საერთოდ არის ეს ანაზღაურება ვირსალაძის შემოქმედების ანაზღაურება თუ არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ყოველგვარი რუსულის მიმართ სიძულვილი, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული რუსული დაფინანსების მიმართ საიდან მომდინარეობს ამაზე უნდა გასცეს პასუხი ქალბატონმა ხოშტარიამ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები