რატი იონათამიშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომ საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ცივი წყალი გადაასხა „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომ საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას ცივი წყალი გადაასხა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მაღალი ციფრებით არის წარმოჩენილი, რასაც ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები მოწმობენ.

“მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომ საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ცივი წყალი გადაასხა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ამ მიმართულებით ჰქონდათ მათ აგებული და როგორც ჩანს, ახლა მათ მთლიანად გადაწყობა მოუწევთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის სასარგებლოდ იყოს განვითარებული. ამას ჩვენ გავაკეთებთ ყველა მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მხრივ ჩვენი ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მაღალი ციფრებით არის წარმოჩენილი, რასაც ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები მოწმობენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები