მაკა ბოჭორიშვილი: სწორედ ის ადამიანები ცდილობენ, რომ თავბრუ დაახვიონ ჩვენს საზოგადოებას, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად რუსეთზე არიან მიბმულები 

მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი „ქრონიკის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

„ცდილობენ, რომ თავბრუ დაახვიონ ჩვენს საზოგადოებას, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად რუსეთზე არიან მიბმულები და არა მარტო ფინანსდებიან, ვფიქრობ, ინსტრუქციებსაც იღებენ და ისე მოქმედებენ. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ქმედებები რასაც ისინი ახორციელებენ და რაც ბოლო წლებში მათი მხრიდან ვნახეთ საქართველოში“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები