“კონკრეტული პოლიტიკოსები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში” – იონათამიშვილი

კონკრეტული პოლიტიკოსები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

“გვაქვს შემთხვევები, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ პარტიებში ხელმძღვანელი პირები არიან, ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები. ისინი უცხოურ დაფინანსებას იღებენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ამას ხარჯავენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, ახმარენ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებსა და ამოცანებს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები