გია აბაშიძე: მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო ნაცსექტა ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია – დასავლეთს პროცესების სამართავად მარიონეტები ურჩევნია

ფუნდამენტური განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და რადიკალურ ოპოზიციას შორის ისაა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო შავი ფულით გამოკვებილი ნაცსექტა – ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დასავლეთს პროცესების სათავისოდ სამართავად მარიონეტები ურჩევნია, ვიდრე სუვერენიტეტის დამცველი ძალა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთ მაგალითზე დამტკიცდა.

“ფუნდამენტური განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და რადიკალურ ოპოზიციას შორის ისაა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო შავი ფულით გამოკვებილი ნაცსექტა – ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია.
ცხადია, დასავლეთს პროცესების სათავისოდ სამართავად მარიონეტები ურჩევნია, ვიდრე სუვერენიტეტის დამცველი ძალა. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთ მაგალითზე დამტკიცდა.
ბანერი ”ეს არ არის ევროპა, რომელიც ჩვენ გვინდა”, რომელიც მარტში, ევროკომისიის წინ გაშალეს გაბრაზებულმა ევროპელმა ტრაქტორისტებმა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ევროპაშია და რომელსაც მეინსტრიმ მემარცხენე მედია მალავს. თუმცა, არაფერი მანკიერი იმალება ინტერნეტისა და სოცქსელების ეპოქაში.” – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები