ლაგოდეხში 9 აპრილს ტრაგედიის დროს დაღუპული მამუკა ნოზაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს

ლაგოდეხში 1989 წლის 9 აპრილს ტრაგედიის დროს დაღუპული – მამუკა ნოზაძის საფლავი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ოჯახის წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა ყვავილებით შეამკეს.
უკვე წლებია, 9 აპრილს განსაკუთრებულად აღნიშნავენ სოფელ კართუბანში, სადაც მამუკა ნოზაძის სახელობის სახალხო ღონისძიება სპორტული და საბავშვო აქტივობებით იმართება.
მამუკა ნოზაძის სახელს ატარებს სოფლის სტადიონი და ქუჩა, სადაც მისი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან.
9 აპრილის გმირი – დაიბადა 1967 წლის 31 ივლისს.
1984 წელს დაამთავრა ლაგოდეხის სოფელ კართუბნის საშუალო სკოლა..
1986წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.
1988 წელს, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები