მაია ბითაძე: დარწმუნებულები ვართ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ექნება ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც აქვს საქართველოს პარლამენტს
დარწმუნებულები ვართ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს და, ზოგადად, განვითარებულ მსოფლიოს ექნება ისეთივე აღქმები და დამოკიდებულება, როგორიც აქვს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
“გერმანიაში დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ევროინტეგრაციის, დეოკუპაციის მტკიცე მხარდამჭერი. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები არის სწორედ იმის საწინდარი, რომ ურთიერთობები გაძლიერდეს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გერმანელებთან გაგრძელდება ჩვენი კომუნიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ყველა სხვა სახელმწიფოს და ზოგადად, განვითარებულ მსოფლიოს ექნება ზუსტად ისეთივე აღქმები და დამოკიდებულება, როგორიც აქვს საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.