დავით ქართველიშვილი – ლაშა ბუღაძეზე: კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები, აფხაზეთსა და რუსეთზე ლექციებს რა ნამუსით გვიკითხავენ? 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენას იცავდა, ამ არარაობის მამა სამხატვრო აკადემიის დიპლომს იღებდა, რომელიც მას ლენინმა „გაუნაღდა”
„1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენას იცავდა, ამ არარაობის მამა სამხატვრო აკადემიის დიპლომს იღებდა, რომელიც მას ლენინმა „გაუნაღდა” – ოღონდ პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით! მას პირველ კურსზე თურმე რექტორმა უბრძანა: ახლა ან ლენინს დახატავ, ან დიპლომს ვერ ეღირსებიო. ადამიანს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა – დისიდენტურ და მოწამებრივ გზას დასდგომოდა. ქრისტესა და ბარნაბას შორის – ერთ-ერთი აერჩია. მანაც ლენინი აირჩია და ილიჩმაც დაუფასა: დიპლომი გადასცა”, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელიც ლაშა ბუღაძის “ფეისბუქ-სტატუსს” ეხმიანება.