რამაზ იოსელიანი – “გამჭვირვალობის კანონზე”: დადებითი პოზიცია მაქვს – ამ “ენჯეოებმა” გაგვიმწარეს ცხოვრება, შეიძლება ასე?

მსახიობი რამაზ იოსელიანი “გამჭვირვალობის შესახებ კანონს” აფასებს.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას გრანტების დახარჯვასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

მსახიობი ფიქრობს, რომ მიუღებელია, კანონი მხოლოდ არასამთავრობო სექტორს არ ავალდებულებდეს ხარჯების წარმოდგენას, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ “გამჭვირვალობის კანონპროექტს” ემხრობა.

“მე დადებითი პოზიცია მაქვს. ხომ უნდა კონტროლდებოდეს, ამდენ ხანს შეიძლება ასეთი განუკითხაობა? ამ ენჯეოებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, შეიძლება ასე? მე რომ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, მოდიოდნენ ყოველ კვირას და მეუბნებოდნენ, წარმოგვიდგინეთ საბუთები, სად რა დახარჯეთ. მე ვალდებული ვიყავი, 10 დღეში მათთვის ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი ხარჯები და მათ რომ ჰკითხოთ და მოითხოვოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული, ან ვინ აძლევს ან რაში იხარჯება? ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის?”, – განაცხადა რამაზ იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები