აშშ-ის სამხრეთ ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა.
როგორც CNN-ი იუწყება, მზის სრული დაბნელება მიჰყვება დაბნელების ტრაექტორიას და მალე აშშ-მექსიკის საზღვრის მახლობლად მდებარე ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში იქნება ხილვადი.
NASA-ს მიხედვით, სრული დაბნელება იგლ პასში 20:27 საათზე და დელ რიოში 20:28 საათზე დაიწყო. როგორც ცნობილია, ამ არეალში მზის სრული დაბნელება 21:05 საათამდე გაგრძელდება.
მზის სრული დაბნელება ასევე მოსალოდნელია ტეხასის შემდეგ ქალაქებში: სან-ანტონიო – 20:34 საათზე, ფორტ-უორთი – 20:40 საათზე, დალასი – 20:40 საათზე.