საფრანგეთში, ქალაქის მერის სახლიდან, სულ მცირე, 70 კილოგრამი კანაფი ამოიღეს

საფრანგეთის ქალაქ ავალონის მერის, ჯამილა ჰაბსაუის სახლიდან, ჩხრეკის შედეგად, ჟანდარმერებმა, სულ მცირე, კანაფის 70 კილოგრამი ამოიღე.

ამის შესახებ ტელეარხი BFMTV-ი და რადიო France Bleu წყაროებზე დაყრდნობით წერენ.

ოპერაცია ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

ჟანდარმებმა ავალონის სახლში საიდუმლო ადგილი იპოვეს, მანამდე, ძალოვანებმა ნარკოტიკით ვაჭრობასთან ჰაბსაუის ძმების კავშირი გამოავლინეს.

მერი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

საქმეზე სულ შვიდი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ჰაბსაუის ორი ძმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები