„კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „გვაქვს უთვალავი ფერითა“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება-ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა. დაფინანსდა მასტერკლასებისა და სემინარის გამართვა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით.
2. „მუსიკა ზაქარიაძეში“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი. დაფინანსდა საკრავებისა და კოსტიუმების დამზადება სასწავლებლის მუსიკის განყოფილებისათვის.
3. საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XIII კონკურსი – განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს მუსიკალური საზოგადოება. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა კლასიკური მუსიკის კონკურსის ჩატარება საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეებისათვის.
4. ეთნოკულტურული მრავალფეროვნება მედიახელოვნების სწავლებისას – განმახორციელებელი ა(ა)იპ ქალთა ალიანსი განვითარებისთვის. დაფინანსდა ფოტოხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის სწავლების მასტერკლასების გამართვა მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრში.
5. ანიმაციის სასწავლო სტუდიის ტექნიკური აღჭურვა – განმახორციელებელი ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი განვითარებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა ქედის სახელოვნებო სკოლის ანიმაციის სტუდიისათვის.
6. „გვინდა ვისწავლოთ მეტი, რათა ვასწავლოთ უკეთ“… – განმახორციელებელი ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება. დაფინანსდა ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლებისათვის მასტერკლასების ჩატარება მუსიკისა და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების გასაუმჯობესებლად.
„წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 60 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა.
ინფორმაციისთვის: ხსენებული კონკურსი 2021 წლიდან ცხადდება. პირველ წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კულტურის სამინისტროში შემოვიდა 10 საკონკურსო განცხადება. დაფინანსდა ოთხი პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. 13 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა შვიდი პროექტი.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა 16 საკონკურსო განცხადება. დაფინანსდა ხუთი პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.