ტაივანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 125 შენობაა დაზიანებული

ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს (NFA) ინფორმაციით, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, კუნძულზე 125 შენობა დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებული შენობების, დაახლოებით ნახევარი, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, ჰუალიანის ოლქშია.

ჰუალიანის ოლქის მოსამართლემ სიუ ჩენ-ვეიმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

მისი ინფორმაციით, სამი შენობიდან ადამიანების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა, ხოლო ათსართულიან “ურანის” შენობაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ეს ის შენობაა, რომლის პირველი სართული ჩამონგრევის შემდეგ მარჯვნივ გადაიხარა.

ეროვნული სახანძრო სააგენტოს ცნობით, “ურანის” შენობიდან 22 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები