ნეთანიაჰუ: Al Jazeera ისრაელიდან არ იმაუწყებლებს – დროა, „ჰამასის“ რუპორი ქვეყნიდან გავაძევოთ

ტერორისტული ტელეარხი Al Jazeera ისრაელიდან არ იმაუწყებლებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტელეარხი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში აქტიურად მონაწილეობდა.

„Al Jazeera-მ ზიანი მიაყენა ისრაელის უსაფრთხოებას, აქტიურად მონაწილეობდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. დროა ჩვენი ქვეყნიდან „ჰამასის“ რუპორი გავაძევოთ. ტერორისტული ტელეარხი Al Jazeera ისრაელიდან არ იმაუწყებლებს. დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ ახალი კანონის შესაბამისად ტელეარხის აქტივობის შესაჩერებლად. მივესალმები კომუნიკაციების მინისტრის, შლომო კარაის მიერ შემუშავებულ კანონს კოალიციის წევრების მხარდაჭერით, რომელსაც კოალიციის თავმჯდომარე ოფირ კაცი ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ქნესეთმა Al Jazeera-ს შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას ისრაელში უცხოური საინფორმაციო ქსელების აკრძალვის დროებით უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ისინი ზიანს აყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები