ისრაელელმა სამხედროებმა „ალ-შიფას“ საავადმყოფო დატოვეს

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში „ალ-შიფას“ საავადმყოფო დატოვეს.

ამის შესახებ IDF-ში განაცხადეს.

მათი თქმით, საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულეს.

მანამდე, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ალ-შიფას“ საავადმყოფოს კომპლექსიდან ისრაელელმა სამხედროებმა ტანკები და მანქანები გაიყვანეს.

ოპერაციის ფარგლებში, „ჰამასის“ 200-მდე წევრია ლიკვიდირებული, ასევე, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები