ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპერაცია გადაიტანა
ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თიაქრის ამოღების ოპერაცია ჩაუტარდა.
Jerusalem Post-ის წერს, რომ პროცედურა წარმატებით დასრულდა.
აღნიშნულია, რომ ისრაელის ლიდერს თიაქარი გეგმური შემოწმებისას 30 მარტს აღმოუჩინეს, ხოლო ოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
ოპერაციის დროს მთავრობის მეთაურის მოვალეობებს იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი ასრულებდა.
74 წლის ნეთანიაჰუ ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.