პოლიციამ ნიდერლანდებში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა

ნიდერლანდებში, ქალაქ ედეში, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა. დაკავებამდე მან დაწესებულებიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ყველა მათგანი კაფეს თანამშრომელი იყო.
ქალაქის მერი ადასტურებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარებულია. შემთხვევა ქალაქ ედეს ცენტრში გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა.

დამნაშავის მოტივი ჯერ უცნობია. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აღნიშნავს, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მძევლების აყვანა ტერორიზმს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები