ირანის საერთაშორისო ტელევიზიის ჟურნალისტი ლონდონში, საკუთარი სახლის წინ, დაჭრეს

ლონდონში ბაზირებული ტელეკომპანია Iran International-ის ჟურნალისტს, პურია ზერაატის თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით 36 წლის ზერაატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებას კონტრტერორიზმის სამსახური აწარმოებს.

Iran International-ი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც ფართოდ აშუქებდა 2022 წელს ირანში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები