ვიქტორ ორბანი: რუსეთის მხრიდან ნატოს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმის საფრთხე არ არსებობს

რუსების პასუხისმგებლობა უდავოა, მაგრამ ევროპელებს დიპლომატიურ დონეზე მეტი უნდა გაეკეთებინათ ომის თავიდან ასაცილებლად, – მის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, ვოლფგანგ შუსელთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან რუსებსა და დასავლეთს შორის გონივრული დისკუსია აღარ მიმდინარეობს.

„ევროპაში ხალხი არ არის კმაყოფილი იმით, რომ მათ მთავრობებს სურთ მეტი ფინანსური დახმარება გაუწიონ უკრაინას. ევროპა ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამხედრო გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც რუსეთის პირდაპირი მეზობლის, მათთვის ყველაზე იდეალური იქნება ბუფერული ზონა უსაფრთხოების გარანტიებით, რადგან თუ ეს არ მოხდება, მაშინ უკრაინელებმა შეიძლება დაკარგონ თავიანთი ქვეყანა.

მისივე თქმით, რუსეთი არასოდეს დათანხმდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

მანვე დასძინა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმის საფრთხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები