სომხეთის პარლამენტი ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე მოსმენებს გამართავს

სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხზე მოსმენებს გამართავს,.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მოსმენები 4 აპრილს გაიმართება.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ თემას – „სომხეთის ევროინტეგრაციის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები