ერდოღანი 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით, შეერთებულ შტატებში 9 მაისს გაემგზავრება.

ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს.

ვაშინგტონსა და ანკარაში ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ერდოღანი ვაშინგტონში ბოლოს  2019 წელს იმყოფებოდა, როდესაც მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები