ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს – უკრაინელმა სამხედროებმა 99 საჰაერო სამიზნედან 84 მოიგერიეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს.

ქვეყნის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ 99 საჰაერო სამიზნედან 84 განადგურდა.

კერძოდ, ოკუპანტმა გამოიყენა 60 “შაჰედი”, მათგან 58 ჩამოგდებულია;

3 აერობალისტიკური რაკეტები Kh-47M2 Kh-47M2 “კინჟალი” – არცერთი არ არის ჩამოგდებული;

2 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-მ” – არ არის ჩამოგდებული;

9 მართვადი რაკეტა Kh-59, მოგერიებულია 5;

4 ისკანდერ-K საკრუიზო რაკეტა (ყველა ჩამოგდებული);

21 ფრთოსანი რაკეტა  Kh-101/Kh-555 – ჩამოგდებულია 17.

მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმის სამიზნე იყო საწვავის და ენერგეტიკული სექტორი.

შედეგად, დნეპროპეტროვსკის რეგიონში დაზიანდა ელექტროენერგიის რამდენიმე ობიექტი. დაშავდა ექვსი ადამიანი. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ვინიცის რეგიონში დრონი კერძო სახლს დაეჯახა. მსხვერპლი არ არის;

ჩერკასის რეგიონში რაკეტა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები